დღეს სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 04 11 21

დღეს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდებსი ეროვნულ ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით , ოლიმპიადის პირველ ტურს სკოლა ატარებს და შესაბამისად, რეგისტრაციისთვის მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 11 21

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.49 კი გარდაიცვალა.  საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, შესაძლოა, სულ მალე ჰქონდეს საშუალება, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა მიიღოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.  ქვეყანაში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის  პრეპარატი, კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც , როგორც მძიმე პაციენტებისთვის, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს პანდემიის დაწყებიდან მეორედ 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს მეთევზეებმა, ქარხნების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს 03 11 21

ფოთში სამხრეთ მოლზე, დღეს მეთევზეებმა აქცია გამართეს.როგორც ისინი აცხადებენ  ქაფშიის რეწვის სეზონი 3 თვე გრძელდება ამ პერიოდში  კი მისი რეალიზაციის პრობლემა იქმნება,მათ მიერ მოპოვებული ნედლეულის ძირიდი მიმღები და გადამამუშავებელი სწორედ ფოთში განთავსებული თევზის ქარხნებია,რომლებიც ქალაქში უსიამოვნო სუნს იწვევენ, თუმცა ამ ეტაპზე ქარხნები არ გახსნილა. მეთევზეების თქმით ქარხნებმა ფილტრების პრობლემა მოაგვარეს და ახლა თევზის გადამუშავება უნდა დაიწყონ,წინააღმდეგ შემთვევაში ეს მეთევზეებს ფინანსურად ძალიან დააზარალებს. ,,ქაფშია მოვიდა უკვე, თუ არ  გვამუშავებენ ეს ორი თვე  წავა ეს ქაფშია ისევ, ბანკში ვალები გვაქვს, დავრჩებით მშივრები, ყველას სესხები გვაქვს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს  მაშინ დაგვიფარონ ეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკული სამხედრო გემი შავ ზღვაში – სტუდია ვაშინგტონი

შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი USS Mount Whitney იმყოფება, პარალელურად კი რუსეთმა ანექსირებულ ყირიმთან ახლოს სამხედრო წვრთნები გამართა; ქაბულში, აფეთქების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა; – ეს და სხვა თემები გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’სასწავლო პროცესი იწყება 03 11 21

8 ნოემბერს, ,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’, 10-მდე პროფესიულ-საგანმანათლებლო, სასწავლო კურსის სწავლება იწყება. ,,ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრი’’-ს ხელმძღვანელის ნინო ხორავას განცხადებით საგანმანათლებლო პროგრამებზე 315 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან,215 ჩაირიცხა და თითოეულ მათგანს,სწავლას,სახელმწიფო სრულად უფინანსებს. აღსანიშნავია,რომ თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.ცნობილია, რომ პროფესიულ კურსებზე მიღების შემდეგი ეტაპი, 2022 წლის ზაფხულიდან გამოცხადდება,აღსანიშნავია,რომ სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში 03 11 21

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.თევზით მოვაჭრეები, ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ,როგორც ისინი აცხადებენ, კორსანტია მათ თევზის რეალიზაციას უკრძალავს, რადგან თავად აქვს თევზის მაღაზიები და არ სურს კონკურენციაა. მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრს   მიმართეს, თუმცა ბაზრის დირექტორმა, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, ბაზრის დირექტორი, ნოდარ კორსანტია ამბობს, რომ სამართალდამცავები მას შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ. აგრარული ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მისცემს თუ არა მოქალაქეებს იქ ვაჭრობის უფლებას მისი გადასაწყვეტია. ამ წუთებში ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე…

იხილე მეტი

საწვავი ისევ გაძვირდა 02 11 21

საწვავის ფასი ისევ გაიზარდა.ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. პირველ ნოემბერს ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ მორიგ წარმატებას მიაღწია 02 11 21

15 – 21 ოქტომბერს ,ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა, რომელშიც, ფოთელი მოჭადრაკე, ელენე წოწონავა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ელენე წოწონავას მწვრთნელის გოჩა ჩაჩუას თქმით, – აღნიშნულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი დიდი წარმატებაა,როგორც ელენესვის ისე ფოთის საჭადრაკო კლუბისთვის. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატში 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-ს 4 მოჭადრაკე: დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა და კახაბერ კიზირია. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ჰიბრიდულად ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 11 21

საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 47 ადამიანი კი გარდაიცვალა. 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11,36%.ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებლი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6% 5500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა და 47 გარდაცვლილი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია. სპეციალისტების პროგნოზები კი ისევ საგანგაშო…

იხილე მეტი