სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა

,,კოლხეთმა“ ბოლნისის ,,სიონი“ დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი ფოთელმა ფეხბურთელებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშეს. ბოლნისელთა კარი შენგელიამ პირველივე ტაიმში დალაშქრა, ტაიმის დასასრულს კი ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ ,,კოლხეთს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. საბოლოოდ, შეხვედრა “კოლხეთის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. “კოლხეთი” სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ბოლნისის “სიონი” კი 20 ქულით მე-15 პოზიციაზე. მომდევნო ტურში “კოლხეთი” ლანჩხუთის მოედანზე “ზესტაფონს” დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აბსოლუტურ ჩემპიონატს ჭადრაკში წელს აბაშა მასპინძლობს. გამარჯვებულები 8 აპრილს გამოვლინდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მისი მრჩეველი ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხებში თემო მურვანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თემო მურვანიძის თანამდებობის დატოვების

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მისი მრჩეველი ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხებში თემო მურვანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თემო მურვანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა. „კურსორი“ დღეს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას თავად თემო მურვანიძესთან შეეცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე ჩვენთან ინტერვიუსგან თავი შეიკავა. კომენტარს იგი ფოთის მერის დაბრუნების შემდეგ დაგვიპრდა, ირაკლი კაკულია ამჟამად ყაზახეთში იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი რაგბისტი ზურა ჟვანია სპორტულ ცხოვრებას საფრანგეთში ეწევა

ფოთელი რაგბისტი ზურა ჟვანია ქალაქს რამდენიმე დღით სტუმრობს. წლებია იგი სპორტულ ცხოვრებას საფრანგეთში ეწევა.

იხილე მეტი
სიახლე 

მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

ახალსოფლის უბანში მცხოვრები მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს. სოციალურად დაუცველი პირი მძიმე პირობებში ცხოვრობს. მისი მდგომარეობით „მეცხრე ტალღა“ რამდენიმე თვის წინაც დაინტერესდა. რატომ დგას მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ფოთში

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ფოთში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მუქარა ადგილობრივ მთავრობას, რაში ადანაშაულებენ „ნაციონალები“ ფოთის მუნიციპალიტეტს. მერიის წინ გამართული საპროტესტო აქციის დეტალები „კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების წარმატება

თბილისში დასრულდა ტიგრან პეტროსიანის მემორიალი ნორჩ მოჭადრაკეთა შორის. ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება ,,კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

რაგბში ბ ლიგის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება

რაგბში ბ ლიგის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. დღეს ფოთში მორიგი შეხვედრა შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ისევ გადაიდო

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ისევ გადაიდო. ადგილობრივი ხელისუფლება საკითხზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა „კურსორმა“ დღეს თემის დეტალების გარკვევა მაინც მოახერხა.

იხილე მეტი