სიახლე 

მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოთის საკუთრება გახდა

21ჰა სიდიდის მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოთის საკუთრება გახდა. ეკონომიკის სამინისტრომ სანაცვლოდ ფოთისგან უსასყიდლოდ 4,5 ჰა ტერიტორია მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერა ფოთის თეატრში. 30 მარტი, 2015

ანშლაგით ჩავლილი პრემიერა ფოთის თეატრში. ორთვიანი მუშაობის შედეგი და ავსტრიელი რეჟისორის პირველი ნამუშევარი საქართველოში.

იხილე მეტი
სიახლე 

25 წელი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ზუსტად 25 წლის წინ , 1990 წლის 30 მარტს, თბილისის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თბილისის ,,იბერიასა“ და ფოთის ,,კოლხეთი 1913“ -ს შორის გაიმართა. საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი გოლი მატჩის დასასრულს \”იბერიას\” კაპიტანმა, გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და ,,კოლხეთთან“ 0:1 დამარცხდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გრანდიოზულად გაიხსნა და მას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II და ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. პრეზიდენტმა მაშინ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვითაც მიმართა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა. დღეს ქალაქის სპორტის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, ვინც მაშინ ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით

მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს. ამჯერად აქციის მონაწილეებმა გურიის ქუჩა გადაკეტეს, ნახევარი საათის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებული იყო. მუდმივი საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი კონჯარიების მრავალშვილინი ოჯახი დევნილთა დასახლებაში ბინის მიღებას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი შეუმცირდა

იმ ადამიანებს ვისაც სათამაშო ბიზნესი აქვს, ადგილობრივმა მუნციპალიტეტმა მოსაკრებელი შეუმცირა. რით ხსნიან ამას ადგილობრივ მთავრობაში.

იხილე მეტი
სიახლე 

პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან

პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან. ამ წუთებში ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეხტის პიესა ,,დედა კურაჟი და მისი შვილები“ თამაშდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რეინჰარდ აუერი. იგი სპეციალურად ავსტრიიდან მოიწვიეს. ახალ სპექტაკლზე დასი უკვე 2 თვეა მუშაობს და მასში თითქმის სრული შემადგენლობაა დაკავებული. საპრემიერო ჩვენება ხვალაც არის დაგეგმილი. თეატრის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1961 წლიდან აღნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

ხმაური მოჰყვა პოლიციის მიერ აქციის დაშლას. გუშინ, გვიან ღამემდე გადაკეტილი იყო ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრებლებმა ელექტრონერგიის მოთხოვნით პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. დევნილები და სოციალურად დაუცველები ხსენებულ შენობაში უკვე მერვე თვეა ცხოვრობენ და მთელი ამ პერიოდის გამვალობაში მათ ენერგომამარაგების მხრივ პრობლემები ექმნებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ზეთის კურთხევის საიდუმლო ფოთის ტაძრებში

ფოთის ტაძრებში დღეს ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ შვიდგზის ზეთისცხება აღესრულა. როგორ ემზადებიან მორწმუნეები დიდ მარხვაში აღდგომის დღესასწაულისთვის.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ემზადება თეატრთან არსებული ლიტერატურული კლუბი ხვალინდელი პრემიერისთვის?

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერაა. როგორ ემზადებიან თეტრთან არსებული ლიტერატურული კლუბის წევრები ამ დღისთის, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი