სიახლე 

ჭადრაკში სამეგრეო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი გრძელდება

ჭადრაკში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი გრძელდება. შეჯიბრს ზუგდიდი მასპინძლობს. ჩემპიონატში 80-მდე მონაწილე ასპარეზობს. მთ შორის ფოთელი მოჭადრაკეებიც არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

დაატოვებინებენ თუ არა დევნილ ოჯახს უნებართვოდ დაკავებულ ფართს?

კონჯარიების აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებულმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ახალ რაიონში ერთ-ერთი ბინა თვითნებურად დაიკავა. ამბობენ, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევდათ. დაკეტილი ბინის გატეხვა მათ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ დრომდე შესაბამისი უწყებების მხრიდან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკე საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა

ჭადრაკში, ზუგდიდელი ნიკა ქობალია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ფოთელი კახაბერ კიზირია კი ვიცე-ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის თბილისში გაიმართა.მას ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. ნიკა ქობალიამ 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო კახაბერ კიზირია ვიცე ჩემპიონობას დასჯერდა. აღსანიშნავია ისიც , რომ ჭაბუკთა პირველ ხუთეულში სამეგრელოს რეგიონის ორი მოჭადრაკე მოხვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიზრდება თუ არა რაგბის სასპორტო სკოლის დაფინანსება?

რაგბის განვითარება ფოთში დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. ფოთელი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა სპორტულ წარმატებამდე მათ საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ. პრობლემები რაგბის სასპორტო სკოლაში და იმედგაცრუებული სასპორტო სკოლის დირექტორის მწვავე კრიტიკა თოქ-შოუ „თემაში“. რაზე ისაუბრა ამირან შავგულიძემ ,,მეცხრე ტალღის“ ეთერში და რატომ აყენებს იგი ეჭვქვეშ ფოთში სპორტის განვითარებას, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია

ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განავლობაში იქ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ; მათმა ნაწილმა საცხოვრებელი ფართი მიიღო და შენობა დატოვა. ვინ და რა პირობებში ცხოვრობს ახლა იქ, დღეს თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანგარიში ხალხს – რას დაპირდა გუბერნატორი ფოთელებს?

ანგარიში ხალხს – რას დაპირდა გუბერნატორი ფოთელებს? რა გეგმები აქვს ხელისუფლებას? რა ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთის თაეტრში შეკრებილ საზოგადოებას, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონატი დასრულდა

ჭადრაკში სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონატი დასრულდა. მას ზუგდიდიმა უმასპინძლა. შეჯიბრში 60-მდე მოჭადრაკე ჩაერთო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა

2: 0 ბათუმელების სასარგებლოდ. 28 თებერვალს ფოთის ”კოლხეთმა” ბათუმის ”დინამოს” ლანჩხუთში “უმასპინძლა”. თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ფოთელები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ და ორივე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, შეხვედრა გუნდისთვის საბოლოოდ სასურველი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. მატჩის ბედი ორმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც დიმიტრი ტატანაშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა წარმატებით შეასრულეს. „ კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში მეთორმეტე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ისინი 6 მარტს ზუგდიდთან გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პედაგოგთა საქალაქო კონფერენცია

პედაგოგთა საქალაქო კონფერენცია მე-3 საჯარო სკოლაში. რა პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გაუზიარა დასავლეთ საქართველოს 100-მდე მასწავლებელმა ერთმანეთს, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ახალი გამოცემების პრეზენტაცია

ფოთში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიამართა. მას თავად მწერლის შვილი ესწრებოდა.

იხილე მეტი