სიახლე 

ჩქაროსნული მატარებლის განრიგი იცვლება

2 მარტიდან ფოთი თბილისის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებლის განრიგი იცვლება. სიახლეს მოქალაქეები აპროტესტებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება

21-25 თებრვლის ჩათვლით, ახალქალაქმა ახალგაზრდებს შორის კრივში საართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 1997-1998 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართა. მასში ფოთიდან 8 მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. მათგან გიორგი ჩარგაზიამ და გიორგი მანჯავიძემ წარამტებით იასპარეზეს. ისინი 52 და 56 კგ წონით კატეგორიებში გამოდიოდნენ და პირველ საპრიზო ადგილს დაუფლნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

25-მა ახალგაზრდამ ინგლისური ენა უფასოდ შეისწავლა

ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ფოთში. დღეს ის იმ პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონილს დაესწრო რომლითაც 25 – მდე მოზარდმა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები გაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია ჭალადიდში

საპროტესტო აქცია ჭალადიდში. მოსახლეობა ელექტროენერგიის მოთხოვნით სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ამბობენ, რომ მათზე დარიცხული დავალიანების ოდენობის ელექტროენერგია მათ არ გაუხარჯავთ. აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი

მემედ აბაშიძის ქუჩის მობინადრეები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

ფეკალური წყლით დატბორილი სადარბაზო და უსიამოვნო სუნით შეწუხებული მოსახლეობა. მესამე დღეა მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული კორპუსის მობინადრეები დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. რა პირობებში უწევთ ვარჯიში იქვე არსებული კრივის სკოლის სპორტსმენებს. დღეს ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემები

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კეთილმოუწყობელი ეზო და ატალახებული, ავარიული გზა, რომელიც ყოველი წვიმის დროს ისე იტბორება, რომ გაუვალი ხდება. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში შესახლებული დევნილი ოჯახები წლებია ამ პრობლემებს უჩივიან. რა პასუხი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრეტენზიებზე და რის მოგვარებას პირდება შესაბამისი უწყება მათ, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ცხენოსნობის სასპორტო სკოლის 4 ცხენი სამტრედიას უსასყიდლოდ გადაეცემა

ვალერიან მაქაცარიას სახელობის ცხენოსნობის სასპორტო სკოლის 3 ფაშატი და ერთი ულაყი, სამტრედიის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაეცემა. პროექტში, რომელიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, მითითებულია, რომ აღნიშნულ ცხენებს მეზობელ რაიონს აუქციონის გარეშე თხოვების წესით, თუმცა უვადოდ გადასცემენ. ,,კომერციული თვალსაზრისით“ მიღებული გადაწყვეტილება თუ ,,სუფთა სისხლის“ არქონა … რა შეცდომა გაიპარა მერიის მიერ მომზადებულ პროექტში და რატომ აღმოჩნდა თვითმმართველობისგან ,,დაწუნებული ოთხეული“ საცხენოსნო სკოლისთვის გამოუსადეგარი; ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

პურის საცალო ღირებულებამ 5-10 თეთრით მოიმატა

ლარის დევალვაცია ფასების მატებაზე უკვე აისახა. პურ-პროდუქტები ფოთშიც გაძვირდა. პურის საცალო ღირებულებამ 5-10 თეთრით მოიმატა, ხოლო ერთი ტომარა ფქვილი საშუალოდ 2 – 3 ლარით გაძვირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აფასებენ ფოთელები ლარის გაუფასურებას?

როგორ აფასებენ ფოთელები ლარის გაუფასურებას? გამოკითხულთა ნაწილი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილოა; მათი შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირველ რიგში მოქალაქეთა ჯიბეს ურტყამს და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. მოსახლეობა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს მთავრობისგან მოელის და მთელ პასუხისმგებლობასაც მმართველ გუნდს აკისრებს. ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვლს დადგენილი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.26 ლარი ღირს. ლარი დაახლოებით 7 პუნქტით დაეცა ევროს მიმართაც და 2.55 ნიშნულზე დაფიქსირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ყაჩაღობა ფოთში. 25 თებერვალი, 2015

ყაჩაღობა ფოთში. გვიან ღამით ორმა ნიღბიანმა პირმა ქალაქის ცენტრში განთავსებული მოძრავი გაზგასამართი სადგური დააყაჩაღა. წაღებულია 112 ლარი. შემთხვევის ადგილზე გაზგასამართ სადგურზე ორი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

იხილე მეტი