სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 20 10 21

ნატოს გადაწყვეტილებას მესამე ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებს – სტუდია ვაშინგტონისაქართველოს შემდეგ უკრაინა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა კიევში თქვა, რომ ნატოს გადაწყვეტილებებზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ მოახდენენ; ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბირთვული რაკეტა გამოსცადა – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიცია ფოთში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს 20 10 21

ოპოზიცია ფოთში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” პირველ ტურში დამარცხდა და ახლა სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო, 6 საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიამ თავმჯდომარეები და კომისიის წევრები პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვა. თარხნიშვილის თქმით, ეს სწორედ ის უბნებია სადაც ოპოზიციას კარგი შედეგები ჰქონდა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.შეგახსნებთ,რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტური იმართება,ფოთის მერობისთვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იბრძოლებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იკლო 19 10 21

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება, მეხუთე ტალღა ოფიციალურად დაწყებულია, ამასთან კოვიდვაქცინაციის ტემპმა იკლო,მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების თქმით ამ ფონის გათვალისწინებით მძიმე ზამთარი გველოდება და გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. აღსანიშნავია,რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მარათონი დაიწყო,რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირადად მონაწილეობდნენ, მარათონის მიზანი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვაა.150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6203-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1…

იხილე მეტი
სიახლე 

’’საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და ადგილობრივი ფერმერებთან შეხვედრებს განაგრძობს 19 10 21

გადაცემა ,,აგროსიახლეები’’საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და ადგილობრივი ფერმერების საჭიროებების გაცნობას განაგრძობს. ზუგდიდელი და ფოთელი მეწარმეები,მეურნეობის გაფართოებისთვის საჭირო რესურსების წვდომისთვის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროპელი პოლტიკოსები საქართველოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ 19 10 21

ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლტიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ, რომლის მთავარი ადრესატები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან. როგორც წერილშია ნათქვამი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება საქართველოში არ წყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაცია, რაც გამოწვეულია თავისუფლი სიტყვის კონტროლის მცდელობებით. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით ,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. აღსანიშნავია რომ წერილს 72 ადამიანი, აწერს ხელს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. რომელიც გავრცელებულ წერილს დადებითად…

იხილე მეტი
სიახლე 

198 დევნილ პირს, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა 19 10 21

საქართველოს მთავრობამ, დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფიელების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ, როგორც მან აღნიშნა დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა ქვეყანის მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია რომ პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს და 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი.,კიდევ 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. ისინი ნოემბრის თვეში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასაც აანონსებენ, მიზეზად კი, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ვარდნას ასახელებენ.ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ეპიდვითარების შეფასებას არ აქვს აზრი.”ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამ მომენტში შეფასებასაც უკვე აზრი არ აქვს იმდენად მძიმე მდგომარეობაა ისეთი მასობრივი შეხვედრების შემდეგ, როგორიც თბილისში ტარდება და ა.შ. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს.- აცხადებს დევი ტაბიძე.მედიკოსების განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობა სასწრაფოდ ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, პარალელურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, წინააღმდეგ…

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ოცნების ფოთის მერობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება 18 10 21

,,ქართული ოცნების’’ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე,გუნდთან ერთად არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.მერობის კანდიდატი მალთაყვის უბანში ზვიად გამსახურდიას და ნაბადის უბანში მზარელუას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებებზე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.ბექა ვაჭარაძის თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას და მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

“საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს” – შეფასებები ვაშინგტონიდან.სტუდია ვაშინგტონი 18 10 21

“ვფიქრობ, რომ საქართველოში ოპონენტები, დაპირისპირებული პარტიები, დაინტერესბულნი არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ იმისთვის, რომ საკუთარი გამარჯვება უზრუნველყონ. და ეს ნაცვლად იმისა, რომ თამაშის დემოკრატიული წესებით იმოქმედონ. ეს პრობლემაა” – აცხადებს ჯონ ჰერბსტი.

იხილე მეტი