სიახლე 

მალთაყვის უბნის სასაფლაოზე გზის მოწესრიგება დაიწყო

ქალაქში არასამეწარმეო იურიდიული პირი სასაფლაოების მოვლა პატრონობის ცენტრია შექმნილი. დღეს ცენტრის ინიციატივით მალთაყვის უბნის სასაფლაოზე გზის მოწესრიგება დაიწყო. რა ვალდებულებები აქვს ცენტრს დაკისრებული ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. ფოთისა და ხობის ეპარქიაში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი პატარა ფოთში მდებარეობს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება ნახეთ „კურსორში’’.

იხილე მეტი
სიახლე 

რას აპროტესტებენ კომერციული ფართის მეპატრონეები?

ფოთის აგარარული ბაზრის ტერიტორიაზე, კერძოდ რიონის მარცხენა სანაპიროზე კომერციული ფართის , ყოფილი ბოსტნეულის საცავის მესაკუთრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

უნგრეთში საჭადრაკო ოლიმპიადაში ფოთელი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ

13დან -21 დეკემბერის ჩათვლით უნგრეთში ტარდება 16 წლის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს. მასში ჩართულია საქართველოს ნაკრების გუნდიც.

იხილე მეტი
სიახლე 

საერთაშორისო კონფერენცია ფოთში

ფოთი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. „მემკვიდრეობა და სივრცითი დაგეგმარება“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ისტორიული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურბანული გარემოს ინტეგრირებული მართვის უზრუნველყოფისთვის ახორციელებენ. კონფერენცია ფოთის თეატრში დღეს გაიხსნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ფოთელი პატიმრის რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრები ხელისუფლებას და უფლებადამცველებს მათი საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა, მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებეები მიიყენა. ამის შემდეგ იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით მან შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფარვიზ ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი ჭადრაკში

წელს პირველად საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ფოთელი მოჭადრაკის, ფარვიზ ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი გაიმართა. მასში სხვადასხვა ასაკის 35-მა მონაწილემ იასპარეზა. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი უკვე მერიის ბალანსზეა

ფოთის თეატრის მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა. ობიექტი მაისის ტვეში საზეიმო ვითარებაშ გაიხსნა. თუმცა ამ დრომდე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ იყო, რის გამოც თეატრი სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა. გამოსწორდა თუ არა იქ არსებული ხარვეზები, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზების აღმოფხვრაზე. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

პოლიციის რეიდი ფოთში

გუშინ ფოთში პოლიციის რეიდები ჩატარდა. სამართალდამცავები ქუჩებშ მოძრავ ავტომანქანების მძღოლებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტებიც. გავრცელებული ინფორმაციით გახშირებული რეიდები ფოთში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას უკავშირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. აღმაშენებლის ქუჩაზე, გზაჯვარედინზე ერთმანეთს სამი საპირისპირო მხრიდან მოძრავი ,,მერსედესის’’, ,,ფორდისა’’ და ,,ოპელის’’ მანქანები შეეჯახნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეჯახების შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამივე მანქანაში მჯდომმა ხუთმა ადამიანმა. შემთვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამაშველო სამსახური. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშ გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილე მეტი