სტუდია ვაშინგტონი 28 04 22
ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისოციალურ ქსელში,მოქალაქე არჩი ცაგურიშვილი ფოთელ აქტივისტს ანა იოსავას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს,მისი განცხადებით: ანა იოსავა ქველმოქმედების მიზნით ემიგრანტებს თანხების ჩარიცხვას თხოვს . ის ასევე ,,ფოთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ახსენებს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩვენ იოსავას დავუკავშირდით,მისი თქმით: ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც ის აცხადებს, არანაირი ბარათი არ გააჩნია და არც არასოდეს უთხოვია ემიგრანტებისთვის თანხის ჩარიცხვა ქველმოქმედებისთბის. ჩვენ ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,მისი განცხადებით ანა იოსავასთან და კონკრეტულად ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. გავრცელებულ ინფორმაციას კი სიცრუეს უწოდებს. აღსანიშნავია ,რომ რამდენიმე უკან,ფოთში ალტ- ინფოს ოფისთან ანა იოსავამ…
იხილე მეტიფოთში,მალთაყვის სპორტ კომპლექსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, შენობა ავარიულია და იცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ,მათ ფოთის მერიას ალტერნატიული ფართის მოთხოვნით მიმართეს, შეუსულებლობის შემთხვევაში კი პერმამენტულ აქციებს აანონსებენ. როგორც დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები აცხადებენ,მერიამ მათ საცხოვრებელი ფართი,ქირით,ექვსი თვის ვადით,შესთავაზა,რაც ოჯახებისთვის არახელსაყრელია. ინტერვიუ ისინი აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ფოთის მერიას მივმართეთ, როგორც მათ განაცხადეს, პრობლემა კარგადაა ცნობილი და შენობის ავარიული მდგომარეობის გამო უსაფრთხოების მიზნით მათი დროებით ქირით დაკმაყოფილება იგეგმება, რის შემდეგაც ალტერნატიული ფართის მოძიება მოხდება. მერიის კადრები. აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სპორტ კომპლექსში 19…
იხილე მეტიფოთში, მერიასთან ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ. ისინი უკვე წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება. რის გამოც მოსახლეობას , მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ინტერვიუ აქციის მონაწილეები კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. მათ ხელისუფლებას მოთხოვნები დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს და მოსაგვარებლად კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მოსახლეობამ სხვა პირობა წამოაყენა და კომპენსაცია…
იხილე მეტისოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არსებული ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტმა შეთავაზება წინამორბედისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აღნიშნული საკითხის გადამოწმების მიზნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა რომ ამ საკითზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ცნობისათვის, დაახლოებით 2 კვირის უკან, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
იხილე მეტი3.4 მილიარდის დახმარება კიევს.უკრაინისთვის ვაშინგტონის მიერ დამტკიცებული 13.6 მილიარდიდან, 3.4 მილიარდი კიევის სამხედრო დახმარებისთვისაა. უკრაინა კი რუსეთზე დამატებით სანქციებს ითხოვს. ვითარება მეზობელ მოლდოვაში – რა ბერკეტები აქვს რუსეთს და როგორ ახდენს კრემლი გავლენას რიგით მოლდოველებზე – გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.
იხილე მეტი,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოგდგენთ. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ორგანიზაცია ,,დიოსკურია”-ს შესახებ. აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია “დიოსკურია” დაფუძნდა 2000 წლის ივნისშიდღეს მისი კვლევის სფეროებია : ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, გენდერული პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება, ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლებით,ამასთან სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება,სამეგრელო-ზემო სვანეთში…
იხილე მეტიფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში , დედაენის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,რომლის ფარგლებში გამომცემლობა ,, ინტელექტი“-ის და ,,არტანუჯი“-ს წიგნების გამოფენა გაყიდვა მოეწყო,ამასთან შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ცნობილ ახალგაზრდა მწერლებთან და პოეტებთან,- შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.გაიმართა დისკუსია წიგნის ზეგავლენასა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. ღონისძიებას ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისათვის,დედაენის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები,ფოთის მუნიუციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
იხილე მეტიფოთში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, პირველი სკოლის იდეათეკაში, პროექტის „ქართული ენა-გზა ჩემი მომავლისაკენ ” შემაჯამებელი ღონისძიება, გაიმართა, რომელშიც ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს ესეები, რომელშიც ქართული ენის, კულტურისა და სკოლის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს. ისაუბრეს ქართველ ხალხთან თანაცხოვრების ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.ღონისძიებას ფოთის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია,რომ ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ზუგდიდში, განახლებული დადიანების სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად გაემგზავრებიან, სადაც საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.
იხილე მეტილიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვეციის სტანდარტებს ნერგავს.ახალი, მრავალეტაპიანი პროგრამის მიზანი შშმ პირთათვის მომსახურების და საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესებაა. კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.
იხილე მეტი