სიახლე 

დღეს,ფოთში, საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მიმდინარეობს 04 10 21

დღეს,ფოთში, საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე განხორციელდა. საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით ფოთში 2 ოქტომბრის არჩევნები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ფოთში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოში მოხვდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31.41% “გახარია საქართველოსთვის” – 13.2% “ქართული ოცნება” – 41.79% რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 6 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ერთ ოლქში შეძლო ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური…

იხილე მეტი
სიახლე 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი” მეწარმეობის მხარდასაჭერად პროგრამას ახორციელებს 04 10 21

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი,” ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ახორციელებს. პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ განხორციელდება. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ტრენინგების მეშვეობით, რომელსაც პროგრამის ფარგლებში გაივლიან. 30 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა კონკურსის მეორე რაუნდის მონაწილეებისთვის ბიზნესის უნარების განვითარების ტრენინგები, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. ტრენინგზე მონაწილეებმა ბიზნეს გეგმის მომზადებისა და…

იხილე მეტი

დღეს ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა 04 10 21

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ფოთის 11ს აჯარო და 3 კერძო სკოლაში სწავლა დასწრებითი ფორმით რეგულაციების სრული დაცვით განახლდა. აღსანიშნავია რომ დღეს სწავლა 565-მა  პირველკლასელმა სკოლის კედლებში დაიწყო. .

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 10 21

გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. 5 ოქტომბერს ფოთში დღისით და ღამით მოღრუბულობაა მოსალოდნელი. უნალექოდ. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი, ღამით კი+13, +15 გრადუსი იქნება. 6 ოქტომბერს ფოთში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი . ღამით ცვალებად მოღრუბლულობას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 02 10 21

ხმაური იყო ფოთის მე-10-ე საარჩევნო უბანზე , სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის თქმით,მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ,,ქართული ოცნების დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯებში, ამოვატანიე , გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა. აღნიშნულ უბანზე მივიდა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. ,, ინციდენტში, ორივე მხარე დამნაშავეა,როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ხმაური იყო მე-19-ე საარჩევნო უბანზე 02 10 21

ფოთში, ხმაური იყო მე-19-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მე-12-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენები აღმოაჩინა.  ის ვარაუდობს, რომ ყუთში კიდევ ბევრი მსგავსი ბიულეტენი იქნება. ,, სავარაუდოდ მსგავსი ბევრი იქნება. ამბობენ, რომ ბათილად გამოცხადება ამ უბნის შედეგები. ვფიქრობ, თბილისს აწყობს ალბათ არჩევნების ჩაშლა და უნდა ყველა უბნებში ბათილად გამოცხადდეს შედეგები, ხმების დათვლის დროს ვნახავთ რა იქნება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლალი ბასილაიამ. ადგილზე მივიდა საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი მარიკა გაწერელია მისი თქმით, ჩატარდა ბიულეტენების გაფუჭებისთვის გარკვეული პროცედურა და სიტუაცია განიმუხტა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა 02 10 21

ფოთში, ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო. როგორც №70 საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, უბნებზე წილისყრის პროცედურები დარღვევების გარეშე ჩატარდა. 12 საათის მონაცემებით,ფოთში ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა- 19,36%. ამ დროისთვის სულ ხმა 7950-მა მოქალაქემ მისცა. 2 საჩივარია დაწერილი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დაღვევებს უკავშირდება და ადგილზევე აღმოიფხვრა”,- აცხადებენ საოლქო კომისიაში. ინტერვიუ ცნობილია,რომ ფოთში 41 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 33 საარჩევნო უბანია გახსნილი, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მერობისთვის რეგისტრირებულმა სამივე კანდიდატმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 02 10 21

დღეს, ფოთში მერობისთვის რეგისტრირებულმა სამივე კანდიდატმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს კანდიდატმა ბექა ვაჭარაძე 30-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას მისცა, მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად ჩატარდება და განვითარების შეუქცევადი პროცესი გაგრძელდება. გაერთიანებული ოპოზიციისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ის კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი მე-15-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ,,ვისაც ამ ქვეყანაში უსინდისდობა მობეზრდა და ყელში ამოუვიდა, ვისაც ამ ქვეყანაში შლეგი ოლიგარქის მმართველობა ყელში ამოუვიდა, ის მოვა რეფერენდუმზე და ხმას მისცემს “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ’’ ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 02 10 21

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს. გაერთიანებული . ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, უბანზე გადასატანი ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში შეიტანეს, რაც კანონდარღვევაა. ,,გადასატანი ყუთი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში , რაც არის დარღვევა ამაზე რეაგირება რა თქმა უნდა არავის არ ჰქონდა. დავწერეთ საჩივარი . ამ ყუთში მოთავსებული შედეგების გაბათილებას ვითხოვთ. უბნის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, რომ საჩივარი დაგვეწერა, მერე რა მოხდაო გვეუბნებოდა, მაგრამ ჩვენ სწორედ იმითვის ვართ ,რომ რეაგირება მოვახდინოთ და დავაფიქსიროთ ექსცესები,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირებელმა თეონა მიგინეიშვილმა. საარჩევნო უბნის თავმმჯდომარე ადასტურებს მომხდარს თუმცა განმარტავს , რომ ეს კანონდარღვევა არ…

იხილე მეტი