სიახლე 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე გზების მოასფალტება მიმდინარეობს 05 07 21

მემედ აბაშიძის ქუჩაზე გზების მოასფალტება მიმდინარეობს. „პროექტის ფარგლებში ხორციელდება დავით აღმაშენებლიდან კლდიაშვილის ქუჩამდე როგორც სანიაღვრე არხების მოწყობა ასევე გზის საფარის და ტროტუარის კეთილმოწყობა“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა – იაგო რომანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ამავე ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, სადაც ბეტონის საფარი მწვანე შეგახსენებთ, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე გზების მოასფალტება მიმდინარეობს, ამავე ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების გამოკვლევები მიმდინარეობს 05 07

ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კლინიკა ლაზიკამედში,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინასებით, თვალის პათოლოგიებისა და სქოლიოზის გამოვლენისა და მისი პრევენციის მიზნით, პროფილაქტიკური კვლევები დაიწყო.პაციენტებს მომსახურებას ქუთაისიდან მოწვეული, სპეციალისტები: ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ექიმი ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე უწევს. აღსანიშნავია,რომ პაციენტების მიღება 4 ივლისს დაიწყო და აღნიშნული პროგრმა მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაგრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 05 07 21

9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან სეტყვისა და ქარის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება. 6 ივლისს, სამშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი, ხოლო ღამით +21, +23 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის. 7 ივლისს, ოთხშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი, ღამით კი +21, +23 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

მესტიაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. 02 07 21

მესტიაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ანგარიშები და გეგმები მოისმინეს. კომიტეტმა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე იმსჯელა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2019 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თვითმმართველობების მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთში 3700-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისმა ჯამურმა ღირებულებამაც 1 მილიარდ 122 მილიონი ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თვითმმართველობების მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთში 3700-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისმა ჯამურმა ღირებულებამაც 1 მილიარდ 122 მილიონი ლარი შეადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ოდესის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ფოთს ესტუმრნენ 02 07 21

საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ინსტიტუტის (IIASC) მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოდესის საზღვაო აკადემიის დუნაის ინსტიტუტისა და ხერსონის სახელმწიფო საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენლები საზღვაო აკადემიის სასწავლო პროგრამებებს გაეცნენ, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. აღსანიშნვია, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის საზღვაო აკადემიის დუნაის ინსტიტუტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინსტიტუტის წევრებმა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალიც დაათვალიერეს.  სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა საზღვაო პროფესიული განათლების გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერპექტივები დასახეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 02 07 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.  დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +34 გრადუსი იქნება. 3 ივლისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი, ღამით +23, +25 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმას უნდა ველოდოთ. 4 ივლისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი, ღამით +21, +23 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის.  5 ივლისს, ორშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი, ღამით კი +20, +21 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის დასაწყისში ხანმოკლე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 2 შემთხვევა დაფიქსირდა 02 07 21

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი. Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინდურ შტამთან ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმუნური პასუხის ხანგრძლივობა სულ მცირე 8 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, Johnson & Johnson-ის მტკიცებით, მათი ვაქცინა ეფექტურია „სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების წინააღმდეგაც“. დღეის მდგომარეობით, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) შემდეგი ვაქცინები დაამტკიცა: Moderna, AstraZeneca, Janssen-ი და Pfizer-ი. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მყარი მტკიცებულებებიდან მიღებული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში N11-საჯარო სკოლაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში განიხილეს 02 07 21

ფოთში  11 საჯარო სკოლაში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გზშ-ის ანგარიში საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრის მიზანი ფოთის მოსახლეობისთვის აღნიშნული მშენებლობი საკითხის გაცნობა, მისი გარემოზე უარყოფითი გავლენის და თავიდან აცილების გზები იყო. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარებდა.  აღსანიშნავია რომ ნაბადის უბნის მოსახლეობა შიშობს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ეკოლოგიაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზიანის მომტანი იქნება. ამასთან დაკავშირებით, სკოპინგ-ანგარიშის წარდგენისას არაერთი კითხვა დაისვა. შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და APM Terminals Potiს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი