სიახლე 

ფოთში მკვლელობა მოხდა 02 06 21

ფოთში დღეს მკვლელობა მოხდა, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.  წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით მიაყენეს. მეზობლები  და ოჯახის ახლობელები ჩვენთან საუბარში აცხადებენ , რომ 25 წლამდე ასაკის გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მათივე განცხადებით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი არაერთხელ ყოფილა. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ,დამნაშავე  1998 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

1 ივნისთან დაკავშირებით ფოთის ბავშვთა ცენტრში ღონისძიება გაიმართა 01 06 21

ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,თვითმართველი ქალაქ  ფოთის ბავშვთა ცენტრში ღონისძიება  ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებისას კომპეტენტურმა პირებმა ბავშვებს რჩევები გაუზიარეს, მათ შორის იყო: ,,ბილივი’’-ის წარმომადგენელი, ანა ყურუა, რომელმაც ბავშვთა უფლებებზე და 1 ივნისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ღონისძიების განმავლობაში რაგბზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, დიმა ბასილაიამ ისაუბრა.  ბოლოს კი, ბილივის ფონდის დამფუძნებელმა – მარი ნადარაიამ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.  ღონისძიების ბოლოს, ბავშვებმა საცხოვრებელი ადგილის ეზო მოხატეს. აღნიშნულ  ღონისძიებასთან დაკავშირებით,ჩვენ  ბავშვთა ცენტრის,მთავარ სპეციალისტს – ირმა გაბისკირიას ვესაუბრეთ.…

იხილე მეტი
სიახლე 

1 ივნისთან დაკავშირებით,საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ სივრცეში ღონისძიება გაიმართა 01 06 21

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ სივრცეში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,საქართველოში იბადებოდნენ“ გაიმართა, რომელშიც ლიტერატურული სალონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  ბიბლიოთეკის ფოიეში პატარა მხატვრების მათე ლაღიძის, მეგი ლორთქიფანიძისა და მარიამ კეკელიძის ნახატების გამოფენა მოეწყო. დასასრულს კი გაერთიანების დირექტორმა ნუნუ ჭელიძემ კონკურსში მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე საბიბლიოთეკო გაერთიანების სახელით სკოლის კურსდამთავრებულებს, ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნეს“წევრებს ურთიერთთანამშრომლობისა და საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ აღსანიშნავია რომ, საბიბლიოთეკო გაერთიანებამ უწყვეტ რეჟიმში განაგრძო ყველა აქტივობა რომელიც პანდემიამდე იყო დაგეგმილი. ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

იხილე მეტი

ფოთში მოვაჭრეებმა სავალი გზა გადაკეტეს 01 06 21

დღეს ფოთის აგრალური ბაზრის მოვაჭრეებმა , საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილების გამო,საპროტესტო აქცია გამართეს, კერძოდ სავალი გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის  გადმოყავანს ფარნავაზ მეფის ქუჩიდან მეგრელიშვილის სანაპიროზე ითხოვენ,იქ  სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იყიდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის აგრალური ბაზრის დირექტორს ნოდარ კორსანტიას ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ფოთის მერს გოჩა კურდღელიას დააკისრა და  ადგილობრივ  თვითმმართელობას კითხვებით მიმართა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ მომენტისთვის ,ფარნავაზ მეფის ‘’ქუჩაზე  მოძრაობს, მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა კი მათი ,,მეგრელიშვილის სანაპიროზე ‘’გადმოსვლაა.

იხილე მეტი
სიახლე 

1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა 01 06 2021

დღეს 1 ივნისია, ბავშვთა სააერთაშორისო დაცვის დღე, ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. დღესასწაულის დაარსების სურვილი, პირველად 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს აღნიშნეს და მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა, მას შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. დღეს ჩვენს ქალაქშიც აღინიშნა 1 ივნისი, თუმცა პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე დღევანდელი დღეს განსხვავებულ ფორმატში, საზეიმო ღინისძიებების გარეშე გაიმართა. ფოთელ ბავშვებს  შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმი კოშკში, რომელიც დღის ბოლომდე  უმასპინძლებს პატარა ვიზიტორებს. შეგახსენებთ, რომ დღეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 22 შემთხვევა დაფიქსირდა 01 06 21

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს განცხადებით საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. მისივე თქმით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე სრულად განკურნებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის დაახლოებით 800-დან 1000-მდე…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 31.05.21

1 ივნისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18 , +20 გრადუსი, ხოლო ღამით: +15, +17 გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ღამით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 2 ივნისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17, +19 გრადუსი, ღამით კი: +14, +16 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით წვიმასა და ელჭექს უნდა ველოდოთ. 3 ივნისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17 გრადუსი, +19 გრადუსი, ღამით +14 გრადუსი, +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთში U9 – ს ჩემპიონატი გაიმართა 31 05 21

28 მაისს ფოთის საფეხბურთო სკოლის მოედანზე,  ,,U9’’ ბავშვთა საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც პატარა ფოთელმა ფეხბურთელებმა „ბათუმის დინამოს“ უმასპინძლეს და ორი თამაშიდან  ორივე დამაჯერებლად მოიგეს. მეორე თამაშში, ბათუმელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმენს,თუმცა ფოთელების შრომისა და მონდომების გამო, საბოლოოდ ანგარიში 2:1, ფოთელების სასარგებლოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ,,U9’’-ს ფეხბურთელები შემდეგ მატჩს სენაკის ეგრისთან გამართავენ.  

იხილე მეტი