ფოთის საოლქოს კომისიის წინასწარი მონაცემები
ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა კურდღელია გახდა. საკრებულოში „ქართული ოცნება“ 18 მანდატით შევიდა. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მხოლოდ „ნაციონალებმა“ შესძლეს საკრებულოში ორი წევრით შესვლა,დანარჩენებმა კი მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვეს.