სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-ის გულშემატკივართა ბრიფინგი 3 07 18

ფოთში ,,კოლხეთი 1913“-ის გუშემატკივრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. შეგახსენებთ რომ, სფფ-ის სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ფოთის ,,კოლხეთი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა,  გუნდს 6 ქულა დააკლო და 5 ფეხბურთელს კი 6-6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. გულშემატკივრების  განცხადებით, ამის გამო  გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა და ისინი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ლევან კობიაშვილს   თხოვნით მიმართვენ , რომ გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის დაკლებულ 6 ქულას ეხება.

მსგავსი სტატიები