საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან 16 11 18
დღეს, ფოთის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოეწყო. ,,არა უსამართლობას“, ,,სოლიდარობა სარალიძესა და მაჩალიკაშვილს,“ ,,ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა უსამართლობა გააპროტესტეს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხელისუფლებას კი მოქალაქეების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს. შეკრებილები ასევე გამოეხმაურენ ჯარისკაცების მიმართ გაკეთებულ ცილისწამებლურ განცხადებებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი დაფასება სათანადოდ არ ხდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ისინი რიგითი მოქალაქეები არიან და მსგავსი შინაარსის საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.