სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა გუნდურ ჩემპიონატში საპრიზო ადგილები მოიპოვეს 4 12 18

ქუთაისში, დავით ჩირაძეს სახელობის ჭადრაკის ტურნირი დასრულდა. თმაში 12, 10, 8 და 7 წლის მოჭადრაკეთა შორის გაიმართა, სადაც ოთხი რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანას” მოჭადრაკეებმა, ოთხივე ტურნირში საპრიზო ადგილი მოიპოვა. 12 წლის მოჭადრაკეთა შორის ფოთის კლუბმა: თეიმურაზ კვიკვინიამ, კახაბერ კიზირიამ, გიორგი სიჭინავამ და ლიზი ფოჩხუამ, რომელთა მწვრთნელი გოჩა ჩაჩუაა მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა. 10 წლამდელთა შორის ასევე მე-2 ადგილს დაეუფლა ფოთელი მოჭადრაკეები, კახაბერ კიზირია, ლუკა წურწუმია, გიორგი კვარაცხელია და ანა სანიკიძე. 8 წლის ასაკში ასევე მე-2 ადგილს დაეუფლა ფოთელთა გუნდი: გაგა გვასალია, დემეტრე კაკულია, მარიამ ვადაქარია და ბარბარე კულუა. 7 წლამდე მოჭადრაკეთა შორის კი, გაგა გვასალია, საბა ნადარაია, მარიკა ბართაია და ნია ჭითანავა, მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდნენ. მათი მწვრთნელი გიორგი ღლონტია. საკუთარ დაფებზე ფოთელთაგან ყველაზე მეტი, 7 შესაძლებლობიდან 6,5-6,5 ქულა დააგროვეს დავით ხარშილაძემ და დემეტრე კაკულიამ. ფოთელი მოჭადრაკეები და მწვრთნელები დიპლომებით, მედლებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები