სიახლე 

ფოთში, ნიკო ნიკოლაძეს კოშკში მემორიალური დაფა გაიხსნა 4 12 18

დღეს, ნიკო ნიკოლაძის კოშკში, რომელიც კოლხური კულტურის ერთ-ერთი მუზეუმია, ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ასევე ნავსადგურისა და მაშინდელი ხლმძღვანელობის სურათების გამოფენა მოეწყო. „ფოთის თვითმმართველობა და ნიკო ნიკოლაძე“ ამ სახელწოდებით გახსნილი გამოფენა, ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 160 წლის თარიღს მიეძღვნა. დღეს სიმბოლურად, მუზეუმის კლუბის წევრებს ბარათები გადაეცათ, რითაც მომავალში საგამოფენო სივრცეში შესვლას და დათვალიერებას შესძლებენ. გამოფენა, ნიკო ნიკოლაძეს კოშკში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები