ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძის ლექცია გაიმართა 5 12 18
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ლექცია-სემინარი გაიმართა. სემინარი თემაზე „წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა“ ჩატარდა. არქიმანდრიტ დიონისეს თქმით, ქრისტიანული ჰერმენევტიკის შესახებ ლექცია, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მიმართულება შეისწავლის წმინდა წერილის განმარტების პრინციპებს და მეთოდებს. სწორედ ამ პრინციპების მიხედვით ხდება ქრისტიანული კომპენსების დაყოფა, პროტესტანტულ, კათოლიკურ და მართმადიდებლურ ეკლესიებად. ლექცია-სემინარს სასულიერო პირები და ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.