აქციას გააზიარესითბო, ფოთელები შეუერთდნენ 5 12 18
სიკეთე გადამდებია. მარინა კვაჭაძემ თავის თანამშრომლებთან ერთად, ფოთში, რუსთაველის რკალზე კარადა დადგა, სადაც თბილი ტანსაცმელი მოათავსა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ. მარინა კვაჭაძე, რამდენიმე დღის წინ, ბერი სალოსის ქუჩაზე გამართულ საქველმოქმედო აქციას, #გააზიარესითბო-ს გამოეხმაიურა. აქციის ორგანიზატორი იმედოვნებს, რომ კიიდევ მეტი ადამიანი შეუერთდება ამ გამოწვევას _ „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ – აიღეთ” და ნივთებთან ერთად სურსათსაც დატოვებენ.
თბილისში, რამდენიმე მეგობრის საქველმოქმედო აქციას „გააზიარე სითბო“, ბევრი ადამიანი შეუერთდა და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.