მის საქართველო 2018″-ის ფინალისტი, ფოთელი მარეხ ახალაძე გახდა 5 12 18
მის საქართველო 2018-ის” სილამაზის კონკურსის ფინალური კასტინგი შედგა, სადაც 200-მდე კონსკურსანტიდან 20 მონაწილე შეირჩა. ორგანიზატორებმა საზოგადოებას ის მონაწილეები გააცნეს, რომლებიც გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. 2018 წლის სილამაზის კონკურსი „მის საქართველოს“ ერთ-ერთი ფინალისტი ფოთელი გოგონა, მარეხ ახალაძე გახდა.”მის საქართველო 2018″- ის ფინალური ჩვენება 15 დეკემბერს გაიმართება.