ფოთელები სუფთა ჰაერს ითხოვენ
ფოთში ქაფშიის სეზონის პერიოდში უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივებს უსიამოვნო სუნი აწუხებთ,რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან მთელ ქალაქში ვრცელდება. მოსახლეობის მხრიდან არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ეს პრობლემა მუდმივად დღის წესრიგში დგას და ყოველწლიურად ნოემბის ბოლოდან აპრილამდე გრძელდება. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და დროული რეაგირებისენ მოუწოდებენ