სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 18 01 19


ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. როგორც შ.პ.ს „კოლხა 97“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების განყოფილების დახურვა მოითხოვა, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. ცნობისათვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ ფოთის აგრარულ ბაზარში, ხორცისა და რძის ნაწარმის, ასევე განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების ინსპექტირება, შემოწმება განახორციელა. შედეგად შ.პ.ს „კოლხა 97“ ათასი ლარით დაჯარიმდა.„კოლხა 97“ -ის მეპატრონეების თქმით, მათთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ჯარიმის გადახდამდე ბაზარი უნდა დაეკეტილიყო.

მსგავსი სტატიები