სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი კონფერენცია გაიმართა 28 01 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. სადაც შუა საუკუნეების ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციები და ტრადიციები, ქრისტიანული, ებრაული და ისლამური რელიგიისა და კულტურის კონტექსტში განიხილეს. კონფერენციაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის შესახებ იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება ნეტარი ავგუსტინეს აზროვნებას დაეთმო. კონფერენციაზე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასევე დეკანოზი ილია ლომაია და მღვდელი დავით ლომთძე მოხსენებით გამოვიდნენ, რომელიც დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

მსგავსი სტატიები