სიახლე 

ფოთში სასმელი წყალი მეორე დღეა მოსახლეობას არ მიეწოდება 02 04 19


ფოთში, მოსახლეობის დიდ ნაწილს მეორე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზად მშვიდობის ქუჩაზე 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენის დაზიანება სახელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის, სამეგრელოს რეგიონული ფილიალის, საავარიო ჯგუფი ახორციელებს. კომპანიის მენეჯერის, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, ცუდმა ამინდმა სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია და ხელსიშემშლელი კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯგუფი ინტენსიურად ახორციელებს რეაბილიტაციის პროცესს. მისივე თქმით, წყლის მიწოდება დღის ბოლოს განახლდება. „ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინებისა და კანალიზაციის მიმართულებით. დაზიანებულია 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი, რომელიც ქალაქის ძირითადი მკვებავია. აღდგენით სამუშაოებში ჩართულია საავარიო ბრიგადა და დამხმარე სამსახურები. რომ არა კლიმატური პირობები და ცუდი ამინდი, დღის მეორე ნახევარში დასრულებული გვექნებოდა რეაბილიტაცია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღის ბოლოს, სადღაც 21:00 საათისთვის სასმელი წყალი მიეწოდოს მოსახლეობას“- განაცხადა ფოთის წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა ნუგზარ ფაცაციამ.

მსგავსი სტატიები