\\\\
ხვალ ფოთის კოლხეთი“ საქართველოს ჩემპიონატის მე5 ტურის მატჩში გორის დილას ზესტაფონში დაუპირისპირდება ფოთელებმა მატჩის წინა ვარჯიში პარკი არენაზე გამართეს. კაპიტნის ლაშა გოგონაიას განცხადებით გუნდში საბრძოლო განწყობაა ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა წინა ტურში კლუბ სამტრდიასთან გამარჯვებამ და მათ იმედი აქვთ რომ გორელებთანაც წარმატებას მიაღწევენ.
ფოთის კოლხეთის ცენტრალურ სადიონზე სარემონტო სამუშაოები კვლავ გრძელდება რის გამოც გუნდი საშინაო სხვედრებსაც მეზობელ ქალაქებში მართავს, სამუშაოები ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, პარალელუად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით მიმდინარეობს მინდვრის საფარის სრული შეცვლა, მერის მოადგილე ირაკლი თოფურიუა აცხადებს რომ ჩემპიონატის მეორე წრიდან გუნდი უკვე შეძლებს საკუთარ სტადიონზე თამაშს.
კოლხეთის გულშემატკივრებს შევახსენებთ რომ ხვალ დღის 3საათზე.მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გარეშე გაემგზავრნონ ზესტაფონში მატჩზე დასასწრებად