ფოთში ხვალ თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია იგეგემება 23 12 19
ხვალ 2 საათზე ფოთის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების მიერ თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა, მოქალაქეები ამ გზით აპირებენ ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ და აიძულონ ისინი თევზის სუნის გავრცელების აღსაკვეთდ ქმედითი ზომები გაატარონ.
ადგილობრივ აქტივისტებს სოციალური ქსელით იმ ფოთელებმაც გამოუცხადეს თანადგომა, რომლებიც დედაქალაქში, ან საზღვარგარეთ იმყოფებიან
აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფოთელები გადალახავენ ჩვეულ ინერტულობას და გამოვლენ აქციაზე , რადგანაც მხოლოდ რამდენიმე ათული კაცის პროტესტით აღნიშნული პრობლემის გადაჭრა წლებია ვერ ხერხდება .