სიახლე 

“სტუდია ვაშინგტონი” 23 12 19

„სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი

გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციურ – დემოკრატიულ – პარტიას აქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.  თუმცა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება რესპუბლიკურმა სენატმა უნდა მიიღოს.  ქვედა პალატამ იმპიჩმენტის საქმე სენატს უნდა გაუგზავნოს, თუმცა როდის, ეს ჯერ უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ მაღაზიების რაოდენობა ბოლო დროს დრამატულად გაიზარდა, ტრადიციული მაღაზიები მაინც არ კარგავს პოპულარობას. განსაკუთრებით კი მაღაზია მეისი.  ის ამერიკაში საშობაო სეზონის დაწყების ერთგვარი პირველი მერცხალია, თუ რატომ ჩვენი მომდევნო სიუჟეტიდან შეიტყობთ.

გადაცემის ბოლოს კი ქართველ არტისტს გაგაცნობთ.  ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და  საახალწლო დეკორაციებსა და სათამაშოებს ქართული ორნამენტებით ქმნის? ცირა ახობაძის საახალწლო სათამაშოების ისტორიას ნიუ-იორკიდან საბა გუჯაბიძე გვიამბობს.

მსგავსი სტატიები