სიახლე 

თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია ფოთში 24 12 19

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტით : ,, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია.ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. გადაიკეტა საავტომობილო გზა.

ადგილო ჰქონდა მცირე ინციდენტს, მაგრამ სიტუაცია ადგილზე მისულმა პოლიციამ განმუხტა . აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივდნენ, თუმცა ისინი ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ითხოვენ შეხვედრას. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ , რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება და ამაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

აქციაზე, მარტოხელა დედამ მარი მირცხულავამ 50 ლარიანი შემწეობის ბარათი პროტესტის ნიშნად დახია. როგორც მან განაცხადა ერთადერთი 11 წლის შვილისთვის მთავრობისგან მხოლოდ სუფთა ჰაერს ითხოვს და მათგან მეტი სხვა სახის დახმარება არ სჭირდება.

შემდეგ აქციის მონაწილეებმა მე-7კილომეტრზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს, რის გამოც მოხდა ფოთი-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება. აქციის მონაწილეებთან სამეგრელი-ზემო სავანეთის გუბერნატორის მიადგილე დავით ფარცვანია მივიდა . მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის გადასაჭრელად. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ თევზის გადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა იქამდე შეაჩერონ , ვიდრე პრობლემა არ გადაიჭრება.

დაახლოებით 6 საათზე ფოთში მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა.მათ სამი დღე მიეცათ ვადა ვითარებაში გარკვევისთვის, იქამდე კი ყველა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას შეაჩერებს. ,,შედგა კომუნიკაცია ქარხნის დირექტოებთან, ისინი თანახმა არიან შეაჩორონ მუშაობა, მანამ სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თავის მხრივ, ის გუნდი , რომელიც ამ საკითხზე არის შესაბამისი უფლებების მქონე, ხვალ ეწვევა ფოთს, შეხვდება ამ ადამიანებს და ამის შემდეგ შეთანხმდებიან შედეგებზე, თუ რა ბედი ელის ფოთის თევზის სუნის თემას. თუმცა, ყველა მაქსიმალურად, ფოთელი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული., “-,განაცხადა სამეგრელო-ზენონსვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილე დავით ფარცვანიამ.

ფოთში თევზის გადადმამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.  ოთხივე კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიას, რომელთა მოქმედების ვადა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე იქნა გაგრძელებული.

მსგავსი სტატიები