სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 29 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის ანი ჩხიკვაძე მუშაობს.

„გაფრთხილება ქართულ ოცნებას“ ასე აფასებენ ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის წევრების მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილ წერილს. მიმომხილველები ამბობენ, რომ კონგრესმენთა ეს ნაბიჯი ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების დაინტერესებას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რადგან მიუხედავად დაძაბული შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისა, კონგრესმენებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. როგორ ხსნიან კონგრესმენების ნაწილის შეშფოთებას, შეერთებული შტატების დედაქალაქში. აკადემიური წრეების წარმომადგენლებს „ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

ამერიკის პრეზიდენტის ადვოკატები სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო სასამართლოზე გამოსვლას გუშინ დაამთავრეს, თუმცა შეკითხვაზე, მოიწვევს თუ არა სენატი დამატებით მოწმეებს, პასუხი ჯერ არ არის. პრეზიდენტის დაცვის გუნდმა ორშაბათს დემოკრატები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი იმპიჩმენტის პროცესს იარაღად იყენებენ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც მათ არ მოსწონთ. დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ორი ბრალდების საფუძველზე დაუჭირეს მხარი – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. სასამართლოს შემდეგ, 100-მა სენატორმა კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს ტრამპის ბრალეულობა. თუმცა, იმპიჩმენტის პროცესის კიდევ უფრო დაიძაბა, რაც მედიაზე დაყრდნობით, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა წიგნი დაწერა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პირადად უთხრა ბოლტონს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაყინვას აპირებდა, სანამ უკრაინის მთავრობა ბაიდენების გამოძიების განცხადებას არ გააკეთებდა. წიგნი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ტრამპი უარყოფს უკრაინასთან ამ ტიპის “გარიგებას” უარყოფს. მან გავრცელებულ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა.

შეერთებული შტატები, იაპონია და სხვა ქვეყნები ჩინეთის ქალაქ ვუჰანში თვითმფრინავებს გზავნიან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ცენტრალური ჩინეთის ეს ქალაქი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დღევანდელი მონაცემებით, ვირუსის შედეგად 106 ადამიანი გარდაიცვალა. იაპონიამ ვუჰანიდან საკუთარი 200 მოქალაქე უკვე გამოიყვანა. ამერიკა ქალაქში მდებარე აშშ-ის საკონსულოდან თანამშრომლების და ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ამ კვირაში გამოსაყვანად ემზადება. ევაკუაციისთვის სამზადისის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობაც აცხადებს. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათს ვირუსის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მსხვერპლი დედაქალაქში დაფიქსირდა, რაც პეკინში პირველი შემთხვევა იყო. ჩინეთი აცხადებს, რომ დღემდე დაახლოებით 4500 ადამიანია დაინფიცირებული. ვუჰანში კარანტინია გამოცხადებული და ადამიანებს ქალაქში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ეკრძალებათ. ჰუბეის პროვინციის სხვა რამდენიმე ქალაქში კი გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ჩინეთის გარეთ კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისრაელისა და პალესტინის მხარის კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი გეგმა წარადგინა. გეგმა ითვალისწინებს, დასავლეთ სანაპიროზე სადაო ტერიტორიის ისრაელისთვის მინიჭებას, იერუსალიმის ისრაელის კონტროლის ქვეშ დატოვებას და პალესტინის მხარეს სახელმწიფოს თავაზობს, დასავლეთ სანაპიროს დემილიტარიზაციის და ჰამასის განიარაღების სანაცვლოდ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებს შეუძლიათ დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში განათავსონ. ტრამპი პალესტინელებს 50 მილიარდი დოლარის დახმარებას დაპირდა. პალესტინის მხარე, სავარაუდოდ გეგმას უარყოფს.

დასავლეთ სანაპიროზე“ ისრაელის სუვერენიტეტს ცნობს, . განცხადება ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად წარადგინა. „დღეს ისრაელი მშვიდობისკენ მნიშნელოვან ნაბიჯს დგამს“ განაცხადა პრეზიდენტმა. უცნობია მიიღებს თუ არა შეთანხმების პირობებს პალესტინის მხარე. გადაცემის ბოლოს კი, მოსკოვში ახალ ტანკოდრომზე გიამბობთ. რუსეთის დედაქალაქში, “ტ-34” ტიპის მინი-ტანკების მართვა სოკოლნიკის პარკშია შესაძლებელი. იდეის ავტორი სერგეი აკიმოვი ამბობს, რომ ბიზნესის იდეამ გაამართლა და მინი-ტანკებით გასეირნების მსურველები როგორც ბავშვები, ასევე უფროსი ასაკის ადამიანები არიან.

დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით „სტუდია ვაშინგტონს“ – „ამერიკის ხმისა“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივ პროექტს. ჩვენი გადაცემების ნახვა და სიახლეებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. დროებით.

მსგავსი სტატიები