სიახლე 

კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ 29 01 20

პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი “სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა. 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

„სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი
„სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი
„სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
„ლამაზი აივანი“ – ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი
„სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა
„საწარმოს ლამაზი ეზო“ – ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო
„ლამაზი ეზო” – ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო

გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცეს. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სტატიები