სიახლე 

ფოთში გარემოვაჭრე დახმარებას ითხოვს 11 02 20

მზია გოგოლი თავს გარევაჭრობით ირჩენს. ის ცოცხალ ფრინველს ყიდის. მისივე თქმით, დღეს დილით 20 ქათამი მიუსაფარი ძაღლების მიერ დაგლეჯილი დახვდა. ის სავაჭროდ ფართის გამოყოფას ითხოვს. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს ფართის გამოყოფის მოთხოვნით მათთვის არ მოუმართავს. მიმართვის შემთხვევაში მას შესაბამის ფართს შესთავაზებენ. რაც შეეხება ძაღლების პრობლემას, ამასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული ფირმა იზრუნებს პრობლემის მოგვარებაზე.

მსგავსი სტატიები