სიახლე 

ხობში სოციალურად დაუცველებს პროდუქტები გადასცეს 14 04 20

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. სასურსათო ნობათს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯფგუფები მიიღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტს 1400-ზე მეტი ოჯახი ღებულობს. პროდუქტების გაცემის პროცესს დღეს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. სასურსათო ნობათს მერიის წარმომადგენლები ბენეფიციარებს ადგილზე მიართმევენ.

მსგავსი სტატიები