სიახლე 

ფოთის მერიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა 14 09 20

ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. მერის განცხადებითნ ფოთში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაზარს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებსაც ჩაუტარდება. ფოთის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

მსგავსი სტატიები