სიახლე 

ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტი აქვთ. 10.03.21

გაეროს ბავშთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკვლეული 2 დან 7 წლამდე, ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტი დაუფიქსირდათ.როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამომწვევი მიზეზი: დაბიძურებული ჰაერი,და სათამაშოებში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებებია. აღსანიშნავია რომ სისხლში ტყვიის შემცველობა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და სხვა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ბავშთა პედიატრს მარინა კაზანჯს გაესაუბრა რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ შედეგებზე რასაც სისხლში ტყვიის შემცველობა იწვევს
აღსანიშნავია რომ კვლევაში ბავშვების ჩართვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა და სინჯები იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა.

მსგავსი სტატიები