ფოთის კოლხეთმა მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა 11.03.21
ფოთის კოლხეთმა მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა, ერთმანეთს “ფოთის კოლხეთი-1913”-ი, და “ხობის კოლხეთი” დაუპირისპირდნენ,თამაში საკმაოდ დაძაბულ ფონზე მომდინარეობდა და ანგარიშით 3-2 ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ დასრულდა.
როგორც ფოთის კოლხეთის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი კრასოვსკიმ განაცხადა, ის თამაშით კმაყოფილია და მომავალშიც წარმატებულ შეხვედრებს ელოდება.
შეგახსენებთ ,რომ ფოთის კოლხეთი მორიგ მატჩებს 15 მარტს ურეკში ,ხოლო 23-მარტს თბილისში გამართავს.