მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები 19 03 21
ევროპელი მედიატორების შუამავლობით გამართული შეხვედრა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა,ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას ვერც ერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს,თითქმის ერთი კვირის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევას ცდილობდა, თუმცა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.ჩევნი გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით,როგორც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილი აცხადებს : ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან, და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს.ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი განცხადებით მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, და პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ.ხოლო რაც შეეხება მმართველ პარტიას, ადგილობრივ სახელისუფლებო გუნდში, თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.შეგახსენებთ რომ ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, და ამ მოთხოვნების შესრულებამდე საკანონდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს,რაც შეეხება მართველ გუნდს, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არის, და მათთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარება წითელი ხაზია, რადგან არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.აღსანიშნავია რომ მხარეები ერთმანეთს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებენ.