სიახლე 

ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა 23 03 21

ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ფოთის მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუფიქსირდა. აქედან ორი მე-8 და მე-9 კლასელები ,ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი მე-12 კლასელია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მე-3ე საჯარო სკოლის დირექტორს,ლელა კემულარიას დავუკავშირდით.
როგორც დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა : სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ,კლასებში აგრძელებენ სწავლის პროცესს.
როგორი მდგომარეობაა ფოთის სხვა სკოლებში ვირუსის გავრცელების მხრივ, აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით,ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს, გოჩა ქორქიას ,ვესაუბრეთ.
გაირკვა,რომ : მშობელთა უმრავლესობის მოთხოვნით, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია ,პირველ აპრილამდე დისტანციურ სწავლებას აგრძელებს.
შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით,გასულ კვირას, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

მსგავსი სტატიები