ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. 23.03.21
ონლაინ სწავლება, არის საშუალება, რომელიც გულისმობს, სახლიდან,სამსახურიდან გაუსვლელად,კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით,ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ, ვისწავლოთ, გავიგოთ და გავაგებინოთ მსმენელებს.
ონლაინ სწავლების,დეტალების გასარკვევად და შეფასების მიზნით,ჩვენ სტუდენტების ნაწილს დავუკავშირდით და მათი შეხედულებები გავარკვიეთ.
უმეტესი ნაწილის შეფასებით : ონლაინ სწავლებას ,ბევრი უარყოფითი მხარე აქვს,როგორიცაა დისკუსიის პრაქტიკებისა და უშუალო ურთიერთობების ნაკლებობა ისე პლატფორმა ,,ზუმი”-ს ,როგორც დროის ასევე რაოდენობის შეზღუდვა.
თუმცა არის კატეგორია ,რომელიც ონლაინ სწავლებას,დროის მენეჯმენტის კუთხით, პოზიტიურად აფასებს და ბევრ სხვა საინტერესო დეტალსაც ამჩნევს
დადებითი და უარყოფითი ასპექტების გამოკვლევის მიზნით,ჩვენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ვაჟა გოგაძეს დავუკავშირდით,რომელმაც სწავლების ონლაინ სისტემა შეაფასა.
შეგახსენებთ რომ 2020 წლის მარტიდან, მსოფლიო პანდემიის შედეგად,საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები,ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.