სიახლე 

ფოთში 8 თვის წინ მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა 24 03 21

ფოთში რვა თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ,მომხდარ ფაქტზე 7 ეჭვმიტანილიდან, სამს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კიდევ სამს- 3 წლით,ხოლო ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა- აქედან 2 ძებნაშია.
ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა,როგორც ისინი აცხადებენ: 44 წლის მამაკაცი,ე.წ. ქურდული გარჩევების მსხვერპლი გახდა და სადისტურად გაიმეტეს , შესაბამისად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული პირის განაჩენს აპროტესტებენ,ისევე როგორც დანარჩენი სამის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას. ოჯახი სხვა დამნაშავეების დაკავებასაც და ადეკვატურად დასჯასაც ითხოვს.
შეგახსენებთ,რომ 44 წლის მამაკაცი გაიტაცეს,იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ ქურდული გარჩევა მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს, მამაკაცი საავადმყოფოში მიყავნისთანავე გარდაიცვალა.
შსს -მ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები