საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო 02 04 21
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო. მათ შორისაა ფოთის პირველი და მესამე საჯარო სკოლები
დემოკრატიული სკოლების ქსელი ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების, მთელი ევროპის მასშტაბით გახორციელებას ითვალისწინებს.
ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს, ლელა კემულარიას ვესაუბრეთ.
დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ,ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის პლატფორმით მიიღონ დაფინანსება მცირე პროექტებზე და შეძლონ მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონკურსებში.