სიახლე 

ფოთში, საქართველოს ეროვნული ლიგა სამის მეორე ტური გაიმართა 06 04 2021

დღეს ფოთში, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა-3 ის, 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა, „ფოთის კოლხეთი 1913“, საფეხბურთო კლუბ „გორის გორს“ დაუპირისპირდა.ფოთელებმა მატჩი პირველივე წუთიდან აქტიურად დაიწყეს, რაც მე-2 წუთზე წილოსნის სწრაფი გოლით აისახა, რასაც მე-20 და 36-ე წუთებზე კვლავ მისი დუბლი დაემატა და ანგარიში სამამდე გაზარდეს.კოლხეთის მთავარი მწვრთნელის კრასოვსკის განცხადებით , იყო ჩავარდნები დაცვაში, რასაც 44-ე წუთზე გორელთა მხრიდან ანანიაშვილის გოლი მოჰყვა და ანგარიში 3-1 გახდა.მეორე ტაიმი ასევე აქტიურად დაიწყო, თუმცა გოლი არ გასულა და მატჩი საბოლოო ანგარიშით ფოთელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდაშეგახსენებთ, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“ მესამე ტურის შეხვედრას, 16 აპრილს დუშეთში „დუშეთის არაგვის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სტატიები