ფოთის 11 ქუჩას,რეაბილიტაცია უტარდება. 08.04.21
ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ ნიუპოვერი„ აწარმოებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ გზების რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დასრულდება.