ფოთის 1 საჯარო სკოლაში თეოფანე დავითაიას 110 წლის იუბილე აღნიშნეს 08 04 21
დღეს ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,დემოსი“-ის ორგანიზებით პროექტის ,,კაცი ლეგენდა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თეოფანე დავითაიას 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. თეოფანე დავითაია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და საქართველოს დამსახურებული მოღვაწე გალხლდათ, მის სახელს ატარებს საქართველოში არსებული რამდენიმე ქუჩა და ფოთის 1 საჯარო სკოლა. თეოფანე დავითაიას დიდი წვლილი მიუძღვის ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლაში.
პრეზენტაციის ფარგლებში მემორიალური დაფის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა და დოკუმენური ფილმის ჩვენება მოეწყო.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ესწრებოდნენ
აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში,სოფელ ეკში, დიდი ქართველი მოღვაწის თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი მდებარეობს.