ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში 9 აპრილთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო 09 04 21
,,9 აპრილი დღე ტრაგედიისა და დღე ზეიმისა ” ამ სათაურის პოსტერს აქვეყნებს სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლე,რადგანაც სწორედ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საფუძველი.
ფოთის სამხატვრრო სასწავლებელში ,სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გამოფენის მოწყობა.წელს სასწავლებელში,მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი პოსტერები გამოიფინა,რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნებოდა.
შეგახსენებთ,რომ მსგავსი სახის,სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები და გამოფენები ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხშირად ეწყობა.