სიახლე 

ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს 09 04 21

1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ,მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა,2 წლის შემდეგ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
წელს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფოთის ადგილბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა სულებს და მათი მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ამასთან მოხალისეების მიერ მემორიალთან დაღუპუთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ,21 ძირი „ვერცხლისფერი ცინერეა“-ს ხე დაირგო.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი ყოველწლიურად აღინიშნება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით უქმე დღედაა გამოცხადებული.

მსგავსი სტატიები