სიახლე 

საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა 09 04 21

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურისა უფროსს პაატა ლაგვილავას ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადებით 2021 წლის 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

მსგავსი სტატიები