ფოთში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
134 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 3 მილიონი გარდაცვლილი – ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები.ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში.მაღალია დღიური ინფიცირების მაჩვენებელი ირანში, იტალიასა და ინდოეთში. ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადამდებლობის ინდექსი იზრდება. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„რა თქმა უნდა, რისკები მესამე ტალღის არსებობს. თუმცა ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს გარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია მოხერხდეს შეკავება შემდგომი გავრცელების, რაც თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას. რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. პირბადეების მომხმარების მაჩვენებელი, რომ დაბალია ამასთან დაკავშირებით მონაცემები არსებობს. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტირების სამსახურს უხდება არაერთი დარღვევის დაფიქსირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91 დაფიქსირდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის,ფოთის აბაშის სენაკისა და ზუგდიდის კლინიკებში გადიან. რუხის კლინიკაში იმყოფება – 70 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 28 პაციენტი,სენაკი ლაზიკა მედი – 38 პაციენტი. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 18 პირი. მიმდინარე კვირას,ფოთში არსებულ მდგომარეობაზე,უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.