სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 09 04 21

9-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს მთიან რეგიონებში, ზოგან ძლიერად. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, 9-12 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში შაბათს 10 აპრილს დღისით + 11 გრადუსი ხოლო ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იწვიმებს.კვირას 11 აპრილს დღისით +9,ხოლო ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში იწვიმებს.ორშაბათს 12 აპრილს დღისით +11 გრადუსი,ხოლო ღამით +8 გრადუსი გველოდება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა.

მსგავსი სტატიები