9 აპრილი როგორც დამოუკიდებლობის დღე 09 04 21
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაულია, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი, პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე რჩება .
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო,თუმცა სამი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ დაკარგა და აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო,თუმცა დამოუკიდებლობის დღედ მაინც 26 მაისი დარჩა.
აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და ფოთელ მოსახლებას გაესაუბრა. ფოთელთა ერთი ნაწილი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისს, ნაწილი კი 9 აპრილს უჭერს მხარს.
მიუხედავად იმისა,რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის ანექსია დღემდე გრძელდება ჩვენი ტერიტორიების 21% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.