სიახლე 

ოპოზიცია პარლამენტში შევიდა 27 04 21

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში მივიდნენ, სხდომაზე შესვლამდე მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა, ოპოზიცია ასევე იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია.

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია პარლამენტში მივიდა იმისთვის, რომ ამინსტიის კანონი დიაინიცირდეს და დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების შესრულებ ამოხდეს , მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ოპოზიციური პარტიების ფოთელ ლიდერებს ვესაუბრეთ. როგორც ისინი აღნიშნავენ,გამართული პარლამენტის მუშაობისთის, აუცილებელია მთავრობამ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ მითითბული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამეტნტში შევიდა.

მსგავსი სტატიები