სიახლე 

ფოთის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისს განახლდება 13 05 21

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ყველა ის რეგულაცია გაუქმდა, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო,ქვეყანაში  შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, და სააღმზრდელო დაწესებულებებს. განახლდა თუ არა სააღმზრდელო პროცესი ფოთის საბავშვო ბაღებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ,ფოთის  სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას ვესაუბრეთ,მისი განცხადებით  ამჟამად პედაგოგთა კოვიდ ტესტირება მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 17 ივნისს განახლდება.შეგახსნებთ,რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კორონავირუსული პოანდემიის გამო,სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში , კოვიდ  რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები